თუკი გამოკითხვას ჩაატარებთ და მთავარი კითხვა იქნება, თუ რომელ ავტომობილებს თვლიან ავტომოყვარულები ყველაზე აგრესიულად, უმრავლესობა პიკაპებს გაიხსენებს. ასეთი მოდელების ყველაზე სტანდარტული ვერსიებიც კი გასაოცარი ვიზუალით და უზარმაზარი სიმძლავრით გვაოცებს ხოლმე.
თუმცა, ტუნერებს და მათ კლიენტებს ეს ყველაფერი არ ყოფნით. ატელიეები სერიოზულად აუმჯობესებენ ამის გარეშეც მაგარ სატვირთოებს, ანდაც ყველგანმავლების ბაზაზე განუმეორებელ პიკაპებს ქმნიან. ასეთ პროექტებს მოკრძალებულებს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.
ჩვენს გალერეაში სხვადასხვა სახელოსნოების ყველაზე ექსტრემალური ქმნილებები მოხვდა, თანაც ისეთები რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაშია წარმოდგენილი.