ალბათ ძალიან ცოტა თუ მოიძებნება ისეთი ადამიანი, ვისაც თავისი შემოსავალი ყოფნის და უფულობა არასდროს აწუხებს.
შემოსავლების დაზოგვა მნიშვნელოვანია ყველასთვის, იქნება ეს საშუალო სტატისტიკური მუშა თუ ვინმე მილიონერი.
ხშირ შემთხვევაში ადამიანები ვერც კი ხვდებიან თუ სად როდის და როგორ იხარჯება მთელი ხელფასი. სპეციალისტების რჩევები მსგავსი სიტუაციების მაქსიმალურად შემცირებაში დაგეხმარებათ.
1. არა იმპულსურ შოპინგს
სანამ ამა თუ იმ ნაკლებად აუცილებელ ნივთზე ძალიან დიდ თანხას დახარჯავთ, რამდენიმე დღე მოიცადეთ. კარგად დაფიქრდით, აწონ-დაწონეთ და თუკი აზრს ამის შემდეგაც არ შეიცვლით, ფული მხოლოდ მაშინ დახარჯეთ.
2. ფასდაკლებები
ყურადღება მიაქციეთ იმ მაღაზიების გვერდებს, რომლებსაც ყველაზე ხშირად სტუმრობთ. ჩვენს დროში სხვადასხვა პროდუქტზე თუ სამომხმარებლო ნივთზე ფასდაკლებები საკმაოდ ხშირი მოვლენაა და კარგი იქნება თუკი ფულს ამ გზით დაზოგავთ.
3. ხელფასის 10%
ჭკვიან ადამიანს უთქვამს, რომ ყოველ თვე თუკი შემოსავლის 10%-ს ხელუხლებლად დატოვებთ, ცალკე შეინახავთ, საკუთარ თავს დიდ სამსახურს გაუწევთ.
4. ატარე საკვები
სამსახურში საჭმლის ტარება ცოდვა ნამდვილად არ არის. გარდა იმისა, რომ შეგიძლიათ ჯანსაღი ლანჩი მოიმზადოთ, ყოველ დღე საკვების გამოძახებაც აღარ მოგიწევთ და მერწმუნეთ, თვის ბოლოს საკმაოდ დიდ თანხას დაზოგავთ.
5. დაზოგვა ყოველთვის ჭკვიანური არ არის
ფულის დაზოგვა კარგია, თუმცა როცა რაღაც ძვირადღირებულს ყიდულობთ, იქნება ეს ტექნიკა თუ ავეჯი, უმჯობესია მეტი გადაიხადოთ და დარწმუნებული იყოთ, რომ უკეთესი ხარისხი მეტი წელი გემსახურებათ.
6. საყიდლებზე მშიერი ნუ წახვალ
დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი წესია. საყიდლებზე მშიერი ნუ წახვალთ, თორემ იმაზე ბევრად მეტს დახარჯავთ ვიდრე საჭიროა, თანაც შესაძლოა ისეთი რამეები შემოგეყიდოთ, რაც რეალურად არც გჭირდებათ.
7. ნაკლები რესტორნები
ვის არ უყვარს კაფე-ბარებში თუ რესტორნებში ჭამა, თუმცა სახლში საჭმლის მომზადებით კარგა ბლომად თანხას დაზოგავთ. თან ეს პროცესი საკმაოდ მხიარული და საინტერესოც შეიძლება იყოს.