ამერიკულმა ფირმამ Kreisel არნოლდ შვარცენეგერის შეკვეთით სრულიად ელექტრო Mercedes-Benz G-Class ააგო. ავტომობილი მხოლოდ ერთადერთ ეკზემპლარად არსებობს და მას ორი ელექტროძრავი აქვს.
კულტურისტი, მსახიობი და პოლიტიკოსი არნოლდ შვარცენეგერი დიდი ხანია გარემოს დაბინძურებისა და კლიმატის გლობალური ცვლილების პრობლემებზე საუბრობს. ამასთან, ის არაერთხელ გაუკრიტიკებიათ საკოლექციო ავტომობილების გამო. წინასაარჩევნო კამპანიის დროს გუბერნატორის პოსტზე დანიშვნამდე მსახიობი კალიფორნიელებს დაჰპირდა რომ თავის ერთ-ერთ ”ჰამერს” წყალბადზე გადაიყვამდა – პროექტი შვარცენეგერს 21 ათასი დოლარი დაუჯდა.
კომპანია Kreisel ელექტროძრავების რამდენიმე პროექტით გახდა ცნობილი, მათ შორის ავსტრიელებმა ელექტრო VW Golf, Porsche Panamera, უნივერსალი BMW 3-Series და სხვა ავტომობილები გადააწყვეს. Kreisel საკუთარი ელემენტების წარმოებაზე მუშაობს და ავსტრიაში ქარხანასაც აშეენებს, სადაც აკუმულატორრების წარმოებას გეგმავს.
შვარცენეგერის G კლასის შემთხვევაში კი ავსტრიელებმა ელემენტების ორი ბლოკი გამოიყენეს, რომლებიც 510 კილოგრამს იწონიან და 80 კილოვატ/საათის მოცულობა აქვთ, ასევე მსახიობის ავტომობილი აღჭურვილია ელექტროძრავებით რომელთა სიმძლავრეც 490 ცხენის ძალაა, ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ყველგანმავალმა ნულიდან ასი კილომეტრ/საათი 5,6 წამში აკრიბოს.
გარეგნულად ჩვეულებრივი G კლასისგან ავტომობილს მხოლოდ Kreisel-ის ემბლემა განასხვავებს. საწვავის ავზის ხუფთან ავტომობილის დასატენი როზეტია მოთავსებული. ავტომობილის სალონში კი სხვაგვარი მოწყობილობათა პანელი განდა, სადაც აღარ არის ტახომეტრი, საწვავის მაჩვენებელი კი ელემენტის მაჩვენებელით არის შეცვლილი.
https://youtu.be/1y4evYuPGgk