LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელები რუსულ დოპინგზე ფილმს აკეთებენ

43

ამერიკულმა კინოკომპანია Netflix-მა დოკუმენტურ ფილმ ”იკარის” სანაცვლოდ, რომელიც რუსულ სპორტში დოპინგის სისტემატურ მოხმარებას ეძღვნება 4,6 მლნ ევრო გადაიხადა და ამით ფილმი თავის ჟანრში ყველაზე ძვირადღირებულ პროდუქტად აქცია.

აღნიშნული ფილმი 2017 წელს კინოფესტივალ ”სანდენსზე” აჩვენეს, მისი მთავარი გმირები კი რეჟისორი ბრაიან ფოგელი და მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელი, გრიგორი როდჩენკოვი არიან. ”იკარზე” უფლებებისათვის ბრძოლაში ”ნეტფლიქსმა” დაამარცხა ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: Sony Pictures Classics, Neon, Magnolia და Amazon. კომპანიას ფილმის ჩვენება მსოფლიოს 190 ქვეყანაში აქვს დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები