LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

50 წლის სინდი კროუფორდი არაჩვეულებრივ ფორმაშია

46

50 წლის ასაკში მოდელის კარიერა დასრულებულია, თუმცა, როგორც ჩანს, არა სინდი კროუფორდის შემთხვევაში. კვირას, სუპერმოდელმა „ინსტაგრამზე“ ფოტო გააზიარა, სადაც საცურაო კოსტიუმი აცვია და მზის ჩასვლას უყურებს.  „დიდებული უქმეების დიდებული დასასრული“, – დააწერა მან ფოტოს, რომელიც მალიბუში არის გადაღებული, სადაც სინდი ოჯახთან ერთად ისვენებს.

თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში მოდელმა აღიარა: „არ აქვს მნიშვნელობა რას ვაკეთებ, არ ვაპირებ გამოვიყურებოდე როგორც 20 ან 30 წლის. მინდა 50 წლისაც ლამაზი ვიყო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები