LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი მიხეილ ცაგარელისგან (6-12 თებერვალი)

53

მიხეილ ცაგარელის კვირის (6-12 თებერვალი) ასტროლოგიური პროგნოზი. გაიგეთ, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და როგორი კვირა იქნება თქვენთვის.

ვერძი – მეტად წარმატებული, ბევრისთვის ვარსკვლავური კვირაა. შეძლებთ შემოქმედებითი ნიჭის წარმოჩენას, ახალი და ორიგინალური იდეების გენერირებას, რაც ერთი-ორად აამაღლებს თქვენს ავტორიტეტს გარშემომყოფებს შორის. არაა გამორიცხული მიიღოთ საინტერესო და მეტად სარფიანი შეთავაზებები, მოგიწიოთ გამოსვლა ფართო სასოგადოების წინაშე, რაც კიდევ უფრო გაზრდის თქვენს რეიტინგს საზოგადოებაში. კარგი პერიოდია სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, რომანტიკული თავგადასავლებისთვის და ქორწინებისთვის, კარიერული წინსვლისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თუმცა, დადებითი ტენდენციების მიუხედავად, გარკვეული პრობლემები შეგექმნებათ კონკურენტებთან, გააქტიურდებიან მოშურნეები და ფარული მტრები, მოიმატებს ჭორების და ინტრიგების ალბათობაც. მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ ჭკვიანი და გამოცდილი ადამიანების რჩევები, რათა იმოქმედოთ სწორად და თავიდან აიცილოთ ზედმეტი შეცდომები.

კურო – საკმაოდ დატვირთული, სტერეოტიპების მსხვრევის კვირაა. ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა კი – ნაკლებად სტაბილური. ცვლილებებია მოსალოდნელი პროფესიონალურ სფეროში, რაც თქვენგანაც ერთგვარ შინაგან ტრანსფორმაციას მოითხოვს. მოგიწევთ საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება და რამდენიმე საქმის ერთდროულად შესრულება. მართალია, შეძლებთ ახალი პროექტების განხორციელებას და ნოვატორული პროექტების რეალიზებას, რაც საკმაოდ გაზრდის თქვენს ავტორიტეტს საზოგადოებაში და დაგეხმარებათ შემდგომ განვითარებაში, მაგრამ გადატვირთული სამუშაო გრაფიკი სერიოზული სტრესის მიზეზი გახდება და საკმაოდ უარყოფითად იმოქმედებს თქვენს ნერვულ სისტემაზე. ეცადეთ აკონტროლოთ ემოციები და მოერიდოთ სარისკო მოქმედებებს, მეტი დაისვენოთ და არ აიღოთ საკუთარ თავზე იმაზე მეტი ვალდებულება, ვიდრე შეძლებთ შესრულებას.

ტყუპები – საკმაოდ ჰარმონიული და სასიკეთო კვირაა. შეძლებთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და კარიერულ წინსვლას. არაა გამორიცხული გაემგზავროთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. შესაძლოა მოულოდნელად გამოჩდნენ თქვენს ცხოვრებაში ძველი ნაცნობები ან გაიცნოთ ადამიანები, რომლებიც უზარმაზარ გავლენას მოახდენენ თქვენს ცნობიერებასა და შემდგომ განვითარებაზე. კარგი პერიოდია უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტების დასამყარებლად, განსაკუთრებით მათ გაუმართლებთ, ვინც ტურიზმის ან საგანმანათლებლო სფეროშია ჩართული, რადგან წარმატების მიღწევის შანსები ამ კვირაში ბევრად მაღალია.

კირჩხიბი – ერთგვარი შინაგანი ტრანსფორმაციის და კარმული ვალების გასტუმრების კვირაა. მოსალოდნელია გარკვეული მატერიალური პრობლემები და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული კონფლიქტები, არაა გამორიცხული მოგიწიოთ საკუთარი პრინციპების და სოციალური უფლებების დაცვა. კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისა და პროფესიონალური განვითარებისთვის, თუმცა, მოგიწევთ დაუღალავი შრომა, დიდი დროისა და ენერგიის დახარჯვა. იყავით თანამიმდევრული, გამოიჩინეთ ნებისყოფა, მოთმინება და აუცილებლად შეძლებთ ყველა სირთულის წარმატებით დაძლევას.

ლომი – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. იძულებული გახდებით მიენდოთ პარტნიორებს, რადგან მხოლოდ მათი მხარდაჭერით შეძლებთ საკუთარი იდეების განხორციელებას. კარგი პერიოდია ახალი კონტაქტების დასამყარებლად და საინტერესო ადამიანების გასაცნობად, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებიან წარმატების მიღწევის ახალი გზების მოძიებაში. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას, რადგან არაა გამორიცხული შეგექმნათ პრობლემები, სამკურნალოდ კი, გარკვეული ფინანსური დანაზოგების დახარჯვაც მოგიხდეთ.

ქალწული – საკმაოდ დისჰარმონიული, რთული და დაძაბული კვირაა. მცირდება ენერგოტონუსი, არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციონალური მდგომარეობა. მოგიწევთ დამატებითი პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ თავზე და ერთდროულად შეასრულოთ რამდენიმე საქმე, მათ შორის მოაწესრიგოთ საყოფაცხოვრებო პრობლემები, გარკვეული თანხა ჩადოთ საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად და კომფორტის შესაქმნელად. ამ კვირაში არ ღირს ფულის სესხად გაცემა და სხვისგან ვალის აღება.

სასწორი – შემოქმედებითად აქტიური კვირაა. შეძლებთ საკუთარი ნიჭის და უნარის გამოვლენას, ორიგინალური იდეების, ახალი პროექტების განხორციელებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მოიმატებს თქვენი პატივმოყვარეობა, მოგინდებათ გარშემომყოფების მოწონების და აღიარების მოპოვება. არაა გამორიცხული კარდინალური ტრანსფორმაცია განიცადოს თქვენმა შეხედულებებმა და ზოგადმა წარმოდგენებმა სამყაროზე. კარგი პერიოდია პარტნიორული ურთიერთობების გასარკვევად და პირად ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებების შესატანად. მთავარია, არ შეგეშინდეთ გარდაქმნების, რაც ან სტაბილურობას მოგიტანთ ან გაიძულებთ საბოლოოდ დაუსვამთ წერტილი ძველ ურთიერთობებს.

მორიელი – საკმაოდ არასტაბილური კვირაა. ენერგოტონუსი დაბალია, ემოციონალური მდგომარეობა კი – არასტაბილური, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას და დასუსტებულ ნერვულ სისტემას. მოგიწევთ მეტი დრო დაუთმეთ საყოფაცხოვრებო საკითხებს და გარკვეული ფინანსები დაჯარჯოთ ოჯახური მყუდროების შესაქმნელად. კვირის მეორე ნახევარში მეტ მხარდაჭერას იგრძნობთ პარტნიორებისა და მეგობრებისგან, არაა გამორიცხული ჩაებათ ქველმოქმედებაში და თავად გაუწიოთ სხვებს დახმარება, რაც ერთის მხრივ მორალურ სიამოვნებას მოგიტანთ, მეორეს მხრივ კი, თქვენი მომავალი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი გახდება.

მშვილდოსანი – საკმაოდ საინტერესო კვირაა. ენერგოტონუსი მაღალია, ემოციონალური მდგომარეობა კი – სტაბილური. გახდებით უფრო კონტაქტური და კომუნიკაბელური, შეძლებთ თქვენთვის სასარგებლო მოლაპარაკებების გამართვას და საჭირო კონტაქტების დამყარებას, რაც აუციებლად დაგეხმარებათ შემდგომ განვითარებასა და გარკვეული მატერიალური სტაბილურობის მოპოვებაში. თუმცა, იძულებული გახდებით გამოიჩინოთ მოთმინება და მეტი თავშეკავება, აკონტროლოთ საკუთარი ეგოიზმი და ამპარტავნება. ნუ იქნებით ზედმეტად პრეტენზიული, რადგან როგორც ყოველთვის, ამ კვირაშიც სწორედ სხვების მიმართ გადაჭარბებული მოთხოვნები გახდება კონფლიქტების და დამატებითი პრობლემების მიზეზი.

თხის რქა – მართალია, ენერგოტონუსი დაბალია, ემოციონალური მდგომარეობა კი, არასტაბილური, მაგრამ კვირის პირველი ნახევარი მაინც სასიკეთო იქნება. შეძლებთ კარიერულ წინსვლას და მატერიალური მდგოამრეობის გაუმჯობესებას, ახლობლებთან საერთო ენის გამონახვას და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. არაა გამორიცხული შეიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი ან ჩაატაროთ მცირე სარემონტო სამუშაოები. კვირის მეორე ნახევარში იგრძნობთ გარკვეულ დისკომფორტს, რაც პირველ რიგში თქვენს ჯანმრთელობასთან იქნება დაკავშირებული. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება და აკონტროლეთ საკუთარი ემოციები, რათა არ გაიფუჭოთ ურთიერთობა გარშემომყოფებთან.

მერწყული – ერთ-ერთი საუკეთესო კვირაა მთელი წლის განმავლობაში, რადგან მზე ახლა თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია და კვირის ფავორიტიც სწორედ თქვენ ბრძანდებით. ენერგოტონუსი მაღალია, ემოციონალური მდგომარეობა კი, სტაბილური. შეძლებთ გარშემომყოფების პატივისცემის დამსახურებას და საზოგადოებაში პოპულარობის მოპოვებას. მეტად წარმატებული იქნება სამსახურეობრივი მივლინება ან მოულოდნელად დაგეგმილი მოგზაურობა, გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს, რომლებიც სერიოზულ გავლენას მოახდენენ თქვენს ცნობიერებაზე და ზოგად წარმოდგენებზე. არაა გამორიცხული ის ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოთ საკუთარ თავში, რაზეც მანამდე წარმოდგენაც არ გქონდათ. არ აჰყვეთ ილუზიებს, შეინარჩუნეთ რეალობის შეგრძნება და კვირა აუცილებლად წარმატებული დაიღბლიანი იქნება.

თევზები – წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირაა. ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა და ემოციონალური მდგომარეობა კი – არასტაბილური. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მოერიდოთ სარისკო მოქმედებებს, მეტი დაისვენოთ და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ საკუთარ ნერვულ სისტემას. გამოიჩინეთ სიფრთხილე გარშემომყოფების მიმართ, რადგან არაა გამორიცხული, სწორედ მათ შეგიქმნან პრობლემები, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელოდით. მიუხედავად უარყოფითი ტენდენციებისა, კვირის ნახევარში აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მხარს დაუჭერენ თქვენს წამოწყებას და გარკვეულ ფინანსებსაც დააბანდებენ თქვენს  პროექტებში.

გეომაგნიტური დღეები – 7, 8 და 10 თებერვალი.

გადაცემის ჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები