LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში მზის ელემენტების პარკი გაიხსნება

76

ესპანეთში მზის ელემენტების პარკი გაიხსნება. იდეის ავტორი გერმანული კომპანია Promosolar გახდა და მათ უზარმაზარი ობიექტის განსათავსებლად მურსიის რეგიონი შეარჩიეს. პარკი ევროპაში ყველაზე დიდი იქნება, 1088 ჰექტარს მოიცავს და საათში 450 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. აღსანიშნავია, რომ „მზის პარკის“ შექმნის იდეა ესპანეთში ჯერ კიდევ 2012 წელს გაჩნდა და მაშინ პირველი პროექტიც დამტკიცდა. თუმცა, ეკოლოგიის, ენერგეტიკისა თუ ანტიმონოპოლიის სტანდარტების გათვალისწინებას რამდენიმე წელი დასჭირდა. რაც შეეხება საინტერესო პროექტის ხარჯებს, Promosolar მასში 700 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები