კომპანია Nissan-მა ავსტრალიელ მსახიობთან, ”უოლ სტრიტის მგელის” ვარსკვლავთან თანამშრომლობის დაწყების შესახებ განაცხადა.
მარგო რობი იაპონური მარკის ელექტროქარის პირველი ელჩია. თანამშრომლობის ფარგლებში მსახიობმა სპორტქარი BladeGlider მონაკოს ქუჩებში გატესტა და მონაწილეობა პროფესიონალ პილოტებთან ერთად ღამის რბოლაში მიიღო მონაწილეობა.
სამ ადგილიანი ელექტროქარი Nissan ჯერჯერობით პროტოტიპის სტატუსს ატარებს, 272 ცხენის ძალიანი მოდელი 2013 წლის კონცეპტის მოტივებზეა შექმნილი და ორ ეკზემპლარად არის წარმოდგენილი. BladeGlider ას კილომეტრს ხუთ წამში კრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 190 კილომეტრ/საათია.
”ელექტრომობილებისთვის ახლა უნიკალური დროა, სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ავტომობილს ნულოვანი გამონაბოლქვით. Nissan BladeGlider – ეს ჭკვიანი სპორტული ავტომობილების მომავალია” – განაცხადა მარგო რობიმ.
Nissan BladeGlider-ის ევროპული პრემიერა მარტში, ჟენევის ავტოსალონის ფარგლებში შედგება. მის სერიულ წარმოებაზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
https://youtu.be/AdGHwotnQGc