ფიფამ გულშემატკივრებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატსა და 2017 წლის კონფედერაციის თასზე დასასწრებად სპეციალური პირობები წამოუყენა.
რუსეთში გასამართ ტურნირებზე დასწრებას ქომაგები მხოლოდ სპეციალური ID ბარათის (FAN ID) მეშვეობით შეძლებენ. მსგავსი მოთხოვნა ინციდენტების თავიდან არიდებისთვის დაწესდა.
სპეციალურ ბარათებს თავად მასპინძელი ქვეყანა დაამზადებს, რომლებსაც ულშემატკივრები სტადიონზე შესასვლელად გამოიყენებენ. ეს ერთგვარი ვიზა იქნება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ევროპის ჩემპიონატზე რუსი და ინგლისელი გულშემატკივრების დაპირისპირება მოხდა. შედეგად უეფამ რუსეთის ნაკრები დააჯარიმა და დისკვალიფიკაცია მისცა.