ავსტრალიის პოლიციამ თავის განკარგულებაში ცხელ-ცხელი სედანი Mercedes-AMG E 43 მიიღო. ავტომობილს წლის განმავლობაში ვიქტორიას შტატში პატრულირებისთვის გამოიყენებენ.
Mercedes-AMG E 43 აღჭურვილია სამ ლიტრიანი V6 ბიტურბო ძრავით, რომელიც 400 ცხენის ძალას ავითარებს. ძრავი ათ საფეხურიან ”ავტომატთან” ერთად მუშაობს და სრულ ამძრავიანი სედანი ას კილომეტრ/საათს 4,6 წამში კრებს.
სამსახურეობრივ პარკში E 43 ”დამუხტულ” ქროსოვერს GLE 63 Coupe-ს ჩაანაცვლებს, რომელიც პოლიციას ასევე კომპანია Mercedes-Benz-მა გადასცა.