LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩეხები მსოფლიოს „კაპიკით“ შემოუვლიან

57

28 წლის ფილიპ ფოგელი და პეტრე იავურეკი გრანდიოზულ მოგზაურობას რამდენიმე დღეში დაიწყებენ. გადაადგილების საშუალებად კი მათ 40 წლის წინ გამოშვებული ლადას ავტომობილი შეარჩიეს.

მოდელი ВАЗ-2101 საბჭოთა კავშირში 1970 -1988 წლებში გამოდიოდა და მას ხალხმა საინტერესო სახელი – „კაპიკი“ შეარქვა. რაც შეეხებათ ჩეხ მოგზაურებს, მათ ავტომობილი გასულ წელს შეიძინეს და მთელი ეს პერიოდი მის განახლებაზე მუშაობდნენ. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ლადას მეშვეობით  4 კონტინეტსა და 20-ზე მეტ ქვეყანას უპრობლემოდ მოივლიან. მთლიანობაში საუბარია 50 ათას კილომეტრზე და თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, ყმაწვილები სახლში 2018 წლისთვის დაბრუნდებიან.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები