LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუსელის სამეფო ორანჟერეა ტურისტებისთვის პირველად გაიხსნა

110

ბრიუსელის სამეფო ორანჟერეა ტურისტებისთვის პირველად გაიხსნა. ულამაზესი მცენარეების ნახვას ბელგიის დედაქალაქის სტუმრები 5 მაისამდე შეძლებენ. მსურველებს საშუალება ექნებათ, რომ მართლაც უნიკალურ მცენარეთა კოლექცია დაათვალიერონ და შემდეგ დედოფალ ელისაბედის სახელოსნოც მოინახულონ.

გამოცემა „Le Soir”-ის ცნობით, სასახლე გამოფენის ფარგლებში მინიმუმ 100 ათას დამთვალიერებელს ელოდება, რომელთა შორისაც როგორც უცხოელი ტურისტები, ასევე ადგილობრივებიც იქნებიან. აღსანიშნავია, რომ ორანჟერეას დასათვალიერებელი ბილეთის ღირებულება 2,5 ევრო იქნება, 18 წლამდე ვიზიტორები კი შესვლას უფასოდ შეძლებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები