LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილა კუნისმა მშობლებს უჩვეულო საჩუქარი გაუკეთა

68

მსახიობმა მილა კუნისმა მშობლებს უჩვეულო საჩუქარი გაუკეთა. ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში ვარსკვლავმა მონაწილეობა მიიღო გადაცემაში My Houzz და მშობლების სახლში რემონტი ჩუმად გააკეთა. კუნისის თქმით, მას სურს, მადლობა გადაუხადოს მშობლებს იმ ამაგისთვის, რაც მათ მისთვის და მისი ძმისთვის მთელი ცხოვრება გასწიეს.

აღსანიშნავია, რომ საქმიანობაში მონაწილეობა თავად მსახიობმაც მიღო, მიუხედავად იმისა, რომ შოუს დაწყების დროს ის ორსულობის მეცხრე თვეში იმყოფებოდა. სულ სამუშაოებს ექვსი კვირა დასჭირდა და ამ დროში მთლიანად განახლდა სახლი.

შეგახსენებთ, რომ მილა და ეშტონი მშობლები გასული წლის ნოემბერის ბოლოს გახდნენ. წყვილს ვაჟიშვილი, დიმიტრი შეეძინათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები