შოტლანდიურმა სტარტაპმა MacRebur ასფალტის ნარევი შეიმუშავა, რომელშიც გადამუშავებული პლასტმასი გამოიყენება. პირველი გზა, სადაც ახალი საფარი გამოიყენეს, კამბრიას საგრაფოში, ბრიტანეთის ჩრდილო-დასავლეთით დაიგო.
გამომგონებლები ნარევის ზუსტ შემადგენლობას არ ამხელენ, თუმცა, ცნობილია, რომ გადამუშავებულმა პლასტმასმა ბითუმი ჩაანაცვლა – პროდუქტი, რომელიც ნავთობის გადამუშავებისას მიიღება და რომელიც საფარის გამაგრებისთვის გამოიყენება. ბითუმის ნაცვლად MacRebur სპეციალურ გრანულებს იყენებს, რომელიც პლასტმასის ნარჩენებისგან მზადდება.
კომპანიაში ირწმუნებიან, რომ პლასტმასის” გზები 6%-ით უფრო გამძლეა და დაახლოებით ათჯერ უფრო ხანგრძლივად გაძლებს, ვიდრე ტრადიციული ასფალტის საფარი.