მადრიდის მერიას Airbnb-ს გაკონტროლება სურს. ქალაქის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ სახლების გაქირავების საიტებთან შეთანხმება გააფორმოს და გარკვეულწილად მათი მართვაც დაიწყოს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეზღუდვები ამსტერდამსა და ახალ ორლეანში საკმაოდ წარმატებით დაინერგა. სიახლის მიზანი ბაზრის დარეგულირებაა, რაც იმას გულისხმობს, რომ სახლის მფლობელისა თუ დამქირავებლის უფლებები მაქსიმალურად დაცული იქნება. გარდა ამისა, კანონში გათვალისწინებული იქნება ის გადასახადი, რომელსაც სახლის მფლობელი სახელმწიფოს გადაუხდის და გასაქირავებელი დღეების რაოდენობაც კონკრეტულ ოდენობამდე შეიზღუდება.