LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო დიზელის დეფიციტს განიცდის

132
diesel

მსოფლიოში დიზელის საწვავის მკვეთრი სიმცირეა დაფიქსირებული. ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება აღარ შეუძლიათ. დეფიციტის ზრდასთან ერთად ფასებიც იზრდება, გასულ კვირას აშშ-ში ბარელის ღირებულება 140 დოლარამდე გაიზარდა, რაც სექტემბრის თვის მაქსიმუმს შეადგენს. ევროპაში კი, ზაფხულის პირველი თვეებიდან დიზელის ფასი 60%-ითაა გაზრდილი.

ჩრდილოეთ ნახევარსფეროში დამდგარმა ცხელმა ზაფხულმა ნავთობის მომწოდებელ ქარხნებს სამუშაოების შენელებისკენ მოუწოდა, რაც მარაგების შევსებაზე აისახა. გარდა ამისა, ეს კომპანიები უპირატესობას საწვავის სხვა სახეობებს ანიჭებენ – ბენზინსა და საავიაციო საწვავს, რამეთუ მოთხოვნა ამ უკანასკნელებზეცაა გაზრდილი.

ყველაფერს დაემატა ის ფაქტიც, რომ წარმოება Covid-19-ის პანდემიის შემდეგ ცოცხლდება, ბევრი კომპანია საერთოდ დაიხურა და სხვებს სიმძლავრე ჯერ კიდევ არ ყოფნით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები