კომპანია Koenigsegg-მა, რომელმაც კლიენტის ჰიპერქარი Agera RS ტესტების დროს დაამტვრია, გადაწყვიტა ის თავისთვის, დემო ვერსიისთვის დაიტოვოს. კლიენტს კი მწარმოებელი ახალ ავტომობილს აუწყობს, რომელიც ყველას გააგიჟებს.
დამტვრეული ჰიპერქარი – სპეციალური მოდიფიკაციაა სახელწოდებით Gryphon, რომელიც ჟენევის ავტოსალონზე გამოჩნდა და მხოლოდ ერთადფერთ ეგზემპლარად ბიზნესმენისა და საავტომობილო კოლექციონერის, მენი ჰოშბინის შეკვეთით ააწყო. ექსტერიერის განსაკუთრებულ დეტალს 24 კარატიანი ოქრო წარმოადგენს.
როგორც Koenigsegg-ში ამბობენ, ავტომობილი საბოლოო სიჩქარის საცდელ გარბენს გადიოდა, პილოტმა სველ გზაზე მართვა დაკარგა და გზიდან გადავიდა. დამტვრეულ სუპერქარს აღადგენენ და მარკის შტაბ ბინაში, სადემონსტრაციო გარბენებისთვის გამოიყენებენ.
Koenigsegg Agera RS Gryphon-ს აქვს ოქროსგან დამზადებული დეკორატიული ზოლები ძარაზე და ლოგოტიპი ამავე მასალისგან.
Agera RS-ის ტირაჟი 25 ეკზემპლარს წარმოადგენს, ყველა ავტომობილი წინასწარი შეკვეთებით, 2016 წლის იანვარშივე გაიყიდა.
A post shared by Official Koenigsegg (@koenigseggautomotive) on