დონალდ ტრამპის ლიმუზინი ბელგიის მეფის სამეფო რეზიდენციის ჭიშკარში ვერ შევიდა. ამიტომ ტრამპს მეუღლესთან ერთად რეზიდენციამდე მისვლა ფეხით მოუხდა. საპრეზიდენტო წყვილს ამ დროის განმავლობაში საიდუმლო სამსახური იცავდა.
სასახლეში დონალდი და მელანია მეფე ფილიპსა და დედოფალ მატილდას შეხვდნენ. მეფემ და პრეზიდენტმა ისაუბრეს, თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, პოლიტიკურ საკითხებს არ შეხებიან.
დონალდ ტრამპი ბრიუსელში ნატოს ქვეყნების ხელმძღვანელების სამიტზე ჩავიდა.
აშშ-ს პრეზიდენტის ლიმუზინი მეტისმეტად განიერი აღმოჩნდა, ჯავშნის გამო კარების სისქე 20 სანტიმეტრს აღწევს. ლიმუზინს The Beast ქვია და შეუძლია ცეცხლსასროლი იარაღიდან გაშვებულ ტყვიასა და ქიმიურ იარაღს გაუძლოს. Fox News-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპსთვის ავტომობილის აწყობა 15,8 მილიონი დოლარი დაჯდა.