”ბარსელონას” მცველი ხერარდ პიკე შვებულებას არა გასართობად,არამედ სასწავლებლად გამოიყენებს. ”ალავესთან” თასის ფინალის შემდეგ ესპანელი მადრიდში დარჩა, საიდანაც აშშ-ში გაემგზავრება. ხერარდი შვებულების პერიოდში ჰარვარდის უნივერსიტეტში გაივლის კურსს – ”მენეჯმენტის,სპორტისა და გართობის ბიზნესსფეროები”.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის ფეხბურთელმა სურვილი გამოთქვა გახდეს ”ბარსელონას” პრეზიდენტი კარიერის დასრულების შემდეგ. მისი დამსახურებით კატალონიურ გრანდს ახალი სპონსორი – იაპონური კომპანია Rakuten ჰყავს.