იაპონური კომპანია Toyota ტოკიოს სათამაშოების საერთაშორისო შოუს ფარგლებში (International Tokyo Toy Show) საბავშვო ავტოსკოლა Camatte-ს ხსნის. ახალგაზრდა დამსწრეები კომპანიის სტენდზე ავტომობილის მუშაობის შესახებ მიიღებენ ინფორმაციას, ასევე შესაძლებლობა ექნებათ კონცეპტუალური ავტომობილის Camatte Petta Concept-ის საჭესთან დასხდნენ.
Toyota-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბავშვები სპეციალურ სიმულატორზე გაიგებენ, როგორ მუშაობს ძრავი, მუხრუჭები და საჭე.
მართვის საფუძვლების შესწავლის შემდეგ პატარები Camatte Petta Concept-ის საჭესთან დასხდებიან და პატარა ტრეკზე გაივლიან. აღსანიშნავია, რომ ყველა პატარა მძღოლისთვის Toyota გარბენის წინ ძარას მძღოლის სურვილებისდა მიხედვით შესაბამისი სტიკერებითა და მაგნიტებით გააფორმებს.
რბოლის დასრულების შემდეგ ბავშვები მართვის მოწმობას მიიღებენ.
Toyota-ში ამბობენ, რომ Camatte Petta Concept-მა უსაფრთხოებაზე საგულდაგულო შემოწმება გაიარა, ხოლო პატარა სარბოლო ტრეკი უსაფრთხოების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.
ტოკიოში სათამაშოების საერთაშორისო შოუ პირველ ივნისს აიღებს სტარტს.