LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთი და გერმანია „მატყუარა შეფუთვებს“ შეებრძოლებიან

134
supermarket

საფრანგეთსა და გერმანიაში გადაწყვიტეს, რომ შეებრძოლონ იმ მწარმოებლებს რომლებიც ჩვეული შეფუთვით შემცირებულ პროდუქციას ყიდის და ფასებსაც არ ამცირებს. ამ მოვლენას სახელიც დაარქვეს – Shrinkflation ანუ შემცირების ინფლაცია, წერს Retain detail.

საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც მწარმოებელი ვალდებული იქნება შეფუთვაზე მაქსიმალურად შესამჩნევად მიუთითოს ინფორმაცია წონის ცვლილების შესახებ და პროდუქტის მოცულობაც დააზუსტოს.

ამასთან, ზოგიერთ სუპერმარკეტში უკვე დაიწყეს საკუთარი კამპანიები და „მატყუარა“ მწარმოებლებს სპეციალური სტიკერები დააკრეს.

გერმანიაში კიდევ უფრო მკაცრები არიან და მუშაობენ კანონპროექტზე, რომელიც ჩვეული ზომის შეფუთვაში მოთავსებულ შემცირებულ პროდუქტს გაყიდვიდან საერთოდ გააქრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები