LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში პირველი ვერტიკალური პარკირება მოეწყო (ვიდეო)

66

თბილისში ვერტიკალური, მრავალსართულიანი ავტოსადგომი განთავსდა. პირველი ასეთი კონსტრუქციის ნახვა ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის გამზირზე გამოჩნდა.

„ავტომობილების ვერტიკალური პარკირების სისტემა“ პროექტ „სტარტაპ საქართველოს” დაფინანსებით განხორციელდა. მისი პრეზენტაცია დღეს გამართა.

პარკირების ელევატორულ სისტემა წარმოადგენს ლითონის კოსტრუქციას, რომელიც მომხმარებელს ერთი ავტომობილის ადგილზე 4, 6, 8 და 10 ავტომობილის გაჩერების შესაძლებლობას აძლევს.

კონსტრუქცია „სტარტაპ საქართველოს“ კონკურსში გამარჯვებულმა შპს „რევერსმა“ „საპარტნიორო ფონდის“ დაფინანსებითა და „საქართველოს ვაგონმშენებელი კომპანიის“ მხარდაჭერით ააგო.

ვერტიკალური პარკირების ეს მოდელი საცდელი და საჩვენებელი ნიმუში იქნება დაინტერესებული პირებისთვის. (ვრცლად/ვიდეო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები