LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეპებში დაკარგული ტურისტები უვნებლად გადაარჩინეს

55

ყაზახეთის სტეპებში დაკარგული შვეიცარიელი ტურისტები უვნებლად გადაარჩინეს. ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, ციურიხელი დედა-შვილი ტურისტულ მოგზაურობაში საკუთარი ავტომობილით გაემართა და ისინი ბალხაშის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მოვლას აპირებდნენ. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ კი GPS სისტემამ აურია, ტურისტები გზას ასცდნენ, ავტომობილიც გაუფუჭდათ და დაუსახლებელ ტერიტორიაზე სრულიად მარტოები აღმოჩნდნენ. შვილმა დედა ავტომობილში დატოვა და თავად დახმარების მოსაყვანად წავიდა. 20 კილომეტრამდე მანძილის გავლის შემდეგ მან რკინიგზის მუშები იპოვა და მათაც სასწრაფოდ მაშველებს უხმეს. შედეგად, დედა-შვილი სამშვიდობოს გაიყვანეს და მათაც გზა შემდგომი დანიშნულებისკენ განაგრძეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები