ბრიტანეთში შექმნეს ავტობუსი, რომელიც საწვავის ნაცვლად გადამუშავებულ ყავას გამოიყენებს. საინტერესო ტექნოლოგია ჯერ-ჯერობით დიდ საიდუმლოებად ითვლება და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ გარკვეული დეტალებია.
აღმოჩნდა, რომ ყავის მარცვლების გადამუშავების შედეგად მიიღება ზეთი, რომელიც დიზელის ძრავის მქონე ავტომობილებს ამუშავებს. ხოლო, თუკი გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ინგლისელები საკმაოდ დიდი რაოდენობით ყავას მიირთმევენ, ექსპერტებს საკვლევი მასალა ნამდვილად არ მოაკლდებათ.
აღსანიშნავია, რომ უცნაურ საწვავზე გადასვლა გარემოს დაბინძურებასაც შეამცირებს, რაც კვლევას კიდევ უფრო ფასეულს ხდის.