LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოპენჰაგენის ქალთევზა კიდევ ერთხელ შეურაცხყვეს

129

დანიის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღირსშესანიშნაობა ვანდალთა მსხვერპლი გახდა და ამჯერად ის თეთრი და ცისფერი საღებავებით შეღებეს. შეგახსენებთ, რომ ქალთევზა კოპენჰაგენის სავიზიტო ბარათად ითვლება და მასთან ფოტოს გადაღების გარეშე ქალაქს არც ერთი ტურისტი არ ტოვებს. პოპულარული ღირსშესანიშნაობას ვანდალებიც ძალიან ხშირად სტუმრობენ და ხელისუფლება მის გასუფთავებას ძლივს ასწრებს ხოლმე. ამჯერად კი პოლიციის ინფორმაციით, დამნაშავე ქერა თმიანი გოგონაა და მას უკვე აქტიურად ეძებენ. ხოლო, სოც-ქსელების მომხმარებლები ვარაუდობენ, რომ ყველაფერში დამნაშავე ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები არიან და ამ გზით ისინი ყურადღების მიქცევას ცდილობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები