LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნები, სადაც „ანტირადარი“ აკრძალულია

248

ექსპერტებმა დაასახელეს ის ქვეყნები, სადაც „ანტირადარი“ აკრძალულია. რადარ-დეტექტორი, ან იგივე „ანტირადარი“ როგორც მას მძღოლები უწოდებენ, ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშია აკრძალული. სწორედ ამიტომ, სპეციალისტებმა საკუთარი ავტომობილით მოგზაური ტურისტებისთვის სპეციალური სიაც შეადგინეს.

როგორც ცნობილია, ბევრ ქვეყანაში სამართლადამცავები ჯარიმას, არამხოლოდ რადარის მუშაობის შემთხვევაში, არამედ უბრალოდ მისი არსებობის დროსაც წერენ, თუნდაც ის გამორთულ მდგომარეობაში იყოს. ყველაზე მაღალი ჯარიმა კი ამისთვის ლუქსემბურგშია და მისი ოდენობა 5 ათას ევრომდეც აღწევს. შვეიცარისა და ავსტრიაში კი „ანტირადარისთვის“4000 ევროთი აჯარიმებენ, ჰოლანდიაში კი ჯარიმა – მხოლოდ 250 ევროა. რაც შეეხება გერმანიას, ჯარიმა მხოლოდ 75 ევროა, თუმცა როგორც წესი, მძღოლს მართვის მოწმობაც ჩამოერთმევა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები