LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდში დასვენების ცენტრი გაიხსნა

45

მადრიდში დასვენების (სიესტა) პირველი ცენტრი გაიხსნა. ნუევოს-მინისტერიოსის რაიონში განთავსებული დაწესებულება მსურველებს არამხოლოდ დღის ძილს, არამედ უფასო Wi-Fi-სა და ყავასაც სთავაზობს. სურვილის შემთხვევაში კი მათ კომფორტული სამოსის მიღებაც შეეძლებათ.

Siesta&GO მთლიანობაში 7 განცალკევებული ოთახისგან შედგება და თითოეულ მათგანში 6 ორსართულიანი საწოლი დგას. ცენტრი ყოველ დღე 11:00-დან 19:00 საათამდე მუშაობს. როგორც ცნობილია, სიესტას მოყვარულთა შორის ამ მომენტისთვის უცხოელები ჭარბობენ. როგორც ჩანს, ქალაქის მონახულების შემდეგ ისინი წამოწოლასა და დასვენებაზე უარს ვერ ამბობენ.

აღსანიშნავია, რომ დაწესებულებაში ნახევარი საათის გატარება 5 ევრო ღირს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები