LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში ბებიების კონკურსი გაიმართა

145

ცოტა ხნის წინ ჩინეთში კონკურსი Grandbikini ჩატარდა, რომელშიც 55 წელს გადაცილებული ქალბატონები მონაწილეობდნენ.

ცნობილია, რომ ასეთი ტიპის ღონისძიება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ზედიზედ მესამე წელია ტარდება. ზეიმი აკვაპარკ „ტიანცზინში” გაიმართა. კონკურსში მონაწილეობის მიღების სურვილი 400-მდე ბებიამ გამოთქვა, რომლებიც ჟიურის წინაშე საცურაო კოსტიუმებში, საღამოს კაბებსა და ნაციონალურ სამოსში გამოდიოდნენ.

როგორც პრესაში წერენ, კონკურსის ყველაზე ასაკოვანი მონაწილე 78 წლის მა ცზინის იყო. ბებიების კონკურსი სულ უფრო პოპულარული ხდება, რასაც სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს – ყოველ წელს მონაწილეთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები