LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Suzuki მფრინავი ავტომობილების წარმოებას დაიწყებს

143
suzuki

2024 წლიდან კომპანია Suzuki მფრინავი ავტომობილების წარმოებას დაიწყებს. დიდად სავარაუდოა, რომ ახალი აერომობილები ჰაერში მომავალი წლის გაზაფხულიდან გამოჩნდება. საინტერესო პროექტის ტექნიკური მახასიათებლები ჯერ-ჯერობით არ ზუსტდება.

Suzuki Motor-თან ერთად აერომობილების წარმოებაში ჩაერთვება კომპანია SkyDrive-ის ინჟინერთა ჯგუფი, რომელიც სატვირთო უპილოტოებისა და მრავალფეროვანი მფრინავი ტექნიკის დამზადებითაა დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ თებერვლის დასაწყისში კომპანია Geely-მ მფრინავი აპარატის, სახელად AE200 X01-ს ცდები ჩაატარა. ელექტრონული მანქანის გამოყენებას საერთაშორისო ფრენებისთვის აპირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები