LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Montblanc-მა მამაკაცებისთვის ლეგენდარული პარფიუმი გამოუშვა

88

საათების, კალმებისა და აქსესუარების მწარმოებელმა ფირმა Montblanc-მა მამაკაცებისთვის თავისი პარფიუმერული ხაზის Legend-ის ახალი არომატი Montblanc Legend Night გამოუშვა.

სუნამოს ავტორები ანტუან მეზონდიე და ოლივიე პეშო გახდნენ. „ჩვენ გვსურდა ძლიერი, დასამახსოვრებელი არომატი შეგვექმნა, რომელიც სავსე იქნებოდა კონტრასტებით” – ამბობენ პარფიუმერები. არომატი ვეტივერის, მუშკისა და ვანილის სურნელებს აერთიანებს. ასევე იგრძნობა პიტნის, ბერგამოტის, კედარის, იის, ილის სუნები.

არომატი გარდამავალ შავ-ფორთოხლისფერ-წითელ ჭურჭელშია მოთავსებული, რომელიც მელნის ბოთლს გავს. ეს კი ერთგვარი მინიშნებაა იმისა, რომ ბრენდი თავდაპირველად მხოლოდ საწერ ინსტრუმენტებს აწარმოებდა.

Montblanc ჰამბურგში, 1906 წელს საკანცელარიო საქონლის მოვაჭრემ იოჰანეს ვოსმა, ბანკირმა ალფრედ ნეჰემიასმა და ინჟინერმა ავგუსტ ებერშტეინმა დააარსეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები