LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ იმოქმედებს ბარსელონას ტერაქტი ტურიზმზე

119

ექსპერტებმა ბარსელონას ტერაქტის ტურისტულ სექტორზე გავლენა შეაფასეს. 17 აგვისტოს მომხდარი ტერორისტული აქტი ესპანეთის მონახულების მსურველთა რაოდენობას სავარაუდოდ, შეამცირებს. თუმცა, სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ცვლილება ძალიან მოკლევადიანი იქნება. ანალოგიური შემთხვევა გასულ წელს ნიცაშიც დაფიქსირდა. ტერაქტის შემდეგ ტურისტთა ნაკადი მკვეთრად შემცირდა, თუმცა სულ რაღაც 2-3 თვის შემდეგ მოთხოვნა კვლავ გაიზარდა. ტურისტებს კარგად ესმით, რომ მსგავსი შემთხვევა შესაძლოა დედამიწის ნებისმიერ წერტილში მოხდეს და ამის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია. რაც შეეხება ბარსელონას, მასზე ყოველთვის დიდი მოთხოვნა იყო და რამდენი ტერაქტიც არ უნდა მოხდეს, მოგზაურები ამ ქალაქზე უარს მაინც არ იტყვიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები