ქსელში ახალი Suzuki Jimny-ის პირველი ფოტოები გამოჩნდა. ჰაკერული კადრები ბრენდის ერთ-ერთ რეზიდენციაშია გადაღებული და ისინი ჰოლანდიურმა გამოცემა „AutoWeek”-მა გამოაქვეყნა.
გამოცემის ინფორმაციით, ამიერიდან ავტომობილის მფლობელებს მისი პერსონალიზაცია შეეძლებათ. Suzuki კლიენეტებს საშუალებას მისცემს, რომ შეარჩიონ ფერი, საბურავების ფორმა თუ სალონის დიზაინი. რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, ინფორმაცია ამის შესახებ მკაცრადაა გასაიდუმლოებული.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ბაზარზე 1998 წელს გამოშვებული Suzuki Jimny-ს შეძენაა შესაძლებელი და თუ როდის მოხდება ახალი მოდელის პრეზენტაცია, ჯერჯერობით უცნობია.