საქართველო ევრობასკეტს იტალიასთან მორიგ დრამატულ მატჩში დაემშვიდობა. სამწუხაროდ, ჩვენებმა ბოლო წამს შემობრუნება ვერ მოახერხეს და ტურნირს დაემშვიდობნენ. ბონუსად ის თუ დაგვრჩება, რომ დღის საუკეთესო 5 ეპიზოდში მოხვდა თორნიკე შენგელიას ლამაზი შესვლა და ჩატენვა. ქართველის ეპიზოდი მესამე ადგილზე გავიდა.
ალბათ გახსოვთ, რომ შენგელიას ჩატენვა უკვე მოხვდა ტოპ 5-ში. ევრობასკეტის პირველ დღეს საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ლიტვასთან. სწორედ ამ შეხვედრაში შექმნა თოკომ ეფექტური ეპიზოდი.
მეშვიდე დღის ტოპებში კი ქართველის გარდა შევიდნენ.
თანასის ანტეტოტუმპო (საბერძნეთი)
ვიაჩესლავ ბობროვი (უკრაინა)
სასუ სალინი (ფინეთი)
ლუიჯი დატომე (იტალია)
ეს უკანასკნელი პირველ პოზიციაზე გავიდა. იტალიელს საქართველოსთან ბოლო წამზე გაკეთებული გადამწყვეტი დაფარება დაუფასდა, როდესაც შერმადინს არ ჩააგდებინა.