ყოველდღიური ფრანგული გაზეთები L’Est Républicain და Vosges Matin მზად არიან ChatGPT-ისთან ერთად საინტერესო ექსპერიმენტი დაიწყონ. ხელოვნური ინტელექტი კორესპონდენტთა მიერ დაწერილი ტექსტების კორექტირებასა და რედაქტირებას თავის თავზე აიღებს, წერს Radio France.
ექსპერიმენტი რამდენიმე კვირაში დაიწყება, მანამდე კი ჟურნალისტებს ChatGPT-ისთან მუშაობას ასწავლიან. ორივე გაზეთის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ ხელოვნური ინტელექტი შტატის შემცირებას არ გამოიწვევს.
ChatGPT მხოლოდ მარტივ ფუნქციებს შეასრულებს: მზა ტექსტებში შეცდომებს გაასწორებს და მათ სარედაქციო სტანდარტებს მოარგებს. გამოქვეყნებამდე საბოლოო რედაქტურა მაინც ადამიანებზე იქნება დამოკიდებული.