კრის ფორსბერგი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დრიფტერი, საავტომობილო სასაფლაოს ტერიტორიიდან ჯიმხანის ამსახველ ახალ რგოლს აქვეყნებს. რგოლი ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი კომპანიის NOS-ის YouTube-ის არხზეა განთავსებული.
დრიფტერი ვიდეოში თავის სარბოლო ნისან 370Z-ში ზის. ამავე ავტომობილით მან უკვე იარა კალიფორნიის მთებში, სადაც წინასწარი მომზადებისა და გზის შესწავლის გარეშე იარა.