ესპანელებმა „ტაპასის“ ტურისტული მარშრუტი შეადგინეს. ცნობილი ესპანური სასუსნავებისადმი მიძღვნილ ფესტივალს ანდალუსია – 20-დან 24 სექტემბრამდე უმასპინძლებს.
ღონისძიება უკვე მეორედ ტარდება, თუმცა წინა წლისგან განსხვავებით წელს ტურისტული მატარებელიც იმოძრავებს. ტრანსპორტი ვიზიტორებს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ნაწილებში წაიყვანს და ფესტივალში მონაწილე ბარებთან თუ რესტორნებთან მისვლასაც გაუადვილებს. რაც ყველაზე საინტერესოა, სტუმრებს სასმელისა და უგემრიელესი სასუსნავის მიღება სულ რაღაც 2,5 ევროდ შეეძლებათ.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ბარები განსხვავებულ ტაპასს წარმოადგენენ, რაც ტურისტებს მეტი არჩევანის საშუალებას მისცემს.
