LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზი მონპარნასის კოშკს გაამწვანებს

280

პარიზი მონპარნასის კოშკს გაამწვანებს. ფრანგ არქიტექტორთა ჯგუფმა საერთაშორისო კონკურსი მოიგო, რაც მათ საშუალებას მისცემს, რომ დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაგებობას მეორე სიცოცხლე აჩუქონ.

მონპარნასის კოშკი ადგილობრივებისთვის ნაკლებად საყვარელი ადგილია, რადგან მათი აზრით ის ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. სწორედ ამიტომ, სახელმწიფომ დაიწყო კონკურსი, რომელიც კოშკისთვის ახალი სახის მიცემას გულისხმობდა.

არქიტექტორებს საკმაოდ რთული დავალება მისცეს, მათ კოშკი ინოვაციური, დინამიური და თანამედროვე უნდა გაეხადათ.

გამოცემა „Le Figaro”-ს ინფორმაციით, პარიზელები განახლებულ მონპარნასს სავარაუდოდ, 2023 წელს იხილავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები