LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაბმა ბოიფრენდმა რიანას რომანტიკული ვახშამი მოუწყო

19

მიმდინარე წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ რიანას რომანი აქვს არაბ ბიზნესმენთან, ჰასან ჯამილთან. მაშინ ქსელში მათი ინტიმური კადრები გამოჩნდა, რომლებიც პაპარაცებმა ესპანეთში დასვენების დროს გადაუღეს.

მას შემდეგ ფოტოგრაფებს წყვილის ერთად დაფიქსირების საშუალება აღარ მისცემიათ, თუმცა, ამ დღეებში მათ რიანასა და ჰასანის ნიუ-იორკში გადაღება მოახერხეს. ინსაიდერების ცნობით, საყვარელ ქალს ბიზნესმენმა რომანტიკული ვახშამი მოუწყო.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტებმა იმის გარკვევაც მოახერხეს, რომ რიანა ერთადერთი ვარსკვლავი არ არის, რომელთანაც მამაკაცს რომანი აქვს. გასულ წელს ის ნაომი კემპბელის გარემოცვაში შენიშნეს.ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები