ერთ-ერთი საუკეთესო კვირაა ნოემბრის თვეში. გამონაკლისს მხოლოდ 13 ნოემბრის ახალმთვარეობა წარმოადგენს. ეცადეთ მშვიდ და სასიამოვნო გარემოში გაატაროთ დღე, არ აჰყვეთ ემოციებს, ნეგატიურ ფიქრებს და მოგონებებს. არ ღირს ახალი საქმის დაწყება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.
ვერძი – მშვიდი და სტაბილური კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, ძველი საქმეების მოწესრიგებას და სამომავლო გეგმების დასახვას. გამოიჩინეთ ინიციატივა და თამამად დაიცავით საკუთარი ინტერესები. მეტ სარგებელს ნახავთ თუ ტაქტიკას შეცვლით და არა ჩვეული სიჯიუტით, არამედ მოვლენების შესაბამისად იმოქმედებთ. არ ღირს საკუთარ თავზე ზედმეტი ინფორმაციის გავრცელება, რადგან სწორედ ის ადამიანები გიღალატებენ, ვისაც ყველაზე მეტად ენდობით.
კურო – წინა კვირებთან შედარებით ბევრად წარმატებული სტაბილური კვირაა. შეგიძლიათ შვებით ამოისუნთქოთ, გადახედოთ ძველ საქმეებს და მოიძიოთ მათი დასრულების ახალი გზები. კარგი პერიოდია შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად და ახალი პროექტების დასაწყებად. საქმიან პარტნიორებთან უთანხმოების მოსაგვარებლად და გავლენიანი მფარველების მოსაძიებლად.
ტყუპები – საკმაოდ კარგი კვირაა 13 ნოემბრის გამოკლებით. მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომისუნარიანობა. შეძლებთ საღად, ლოგიკურად აზროვნებას, წარსულის გადაფასებას და ძველი შეცდომების გამოსწორებას. მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ ახლობლების რჩევები, რადგან სწორედ მათი მხარდაჭერით შეძლებთ პრობლემების გადაჭრას. კარგი პერიოდია პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის, მთავარია, არ დაიზაროთ და გამოიყენოთ ამ კვირის ყველა პოზიტიური შანსი.
კირჩხიბი – მეტად სასიკეთო კვირაა. შეძლებთ პარტნიორებთან საერთო ენის გამონახვას და საკამათო საკითხების გადაწყვეტას. მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომისუნარიანობა, რაც საყოფაცხოვრებო და საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია აზარტული თამაშებისა და ლატარიის ბილეთების შესაძენად, რადგან ერთი-ორად მოიმატებს იღბლიანობა.
ლომი – მეტად იღბლიანი კვირაა. სტაბილური ემოციური მდგომარეობის, გაძლიერებული თვითრწმენისა და ნებისყოფის ფონზე ბევრად მარტივად გააკონტროლებთ მიმდინარე მოვლენებს და დაძლევთ პრობლემებს. კარგი პერიოდია მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, მით უფრო, რომ სწორედ მათი მხარდაჭერით შეძლებთ ძველი შეცდომების გამოსწორებას და მეტად თამამი პროექტების განხორციელებას.
ქალწული – სასიკეთო, მეტად პერსპექტიული კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი ნიჭის და ორგანიზატორული უნარების გამოვლენას, რასაც გარშემომყოფებიც დადებითად შეაფასებენ. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად, გავლენის სფეროების გაფართოებისა და ძველი ავტორიტეტის დასაბრუნებლად. მთავარია, მშვიდად გაიაროთ 13 ნოემბრის ენერგეტიკულად მძიმე დღე, მოერიდოთ კამათს და გარშემომყოფებთან კონფლიქტს.
სასწორი – მეტად პოზიტიური კვირაა. შეძლებთ ძველი შეცდომების გამოსწორებას და სტაბილურობის მოპოვებას. არაა გამორიცხული დაიწყოთ ახალი საქმე ან კაპიტალი დააბანდოთ იმ წამოწყებაში, რომელიც სოლიდურ შემოსავალს მოგიტანთ ახლო მომავალში, მთავარია შემოიკრიბოთ ერთგული ადამიანები და იმოქმედოთ პრინციპით ‘’შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი’’.
მორიელი – აქტიური, მეტად ნაყოფიერი კვირაა, მით უფრო, რომ სწორედ თქვენ ხართ ამ კვირის ფავორიტი. მთავარია, 13 ნოემბერს გამოიჩინოთ მეტი მოთმინება, იმოქმედოთ თავშეკავებით და წინდახედულად, მოერიდოთ რისკს და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას. კარგი პერიოდია ორგანიზატორული თვისებების გამოსავლენად და ლიდერის პოზიციის მოსაპოვებლად, რაშიც ჩვეული შეუპოვრობა და მიზანდასახულობა დაგეხმარებათ. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში შეიძინოთ ძლიერი და გავლენიანი პარტნიორები, რომელთა მხარდაჭერით მეტად სარფიან პროექტებს განახორციელებთ და შემოსავალსაც გააორმაგებთ.
მშვილდოსანი – წინა კვირებთან შედარებით ბევრად სტაბილური კვირაა, თუმცა არ ღირს მოდუნება, რადგან ფარული მტრები და მოშურნეები ისევ აქტიურად მოქმედებენ თქვენს წინააღმდეგ. კარგი პერიოდია ძალების მობილიზაციისთვის, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისა და რთული საკითხების მოსაგვარებლად. მთავარია, ზედმეტი არ ილაპარაკოთ და არ გათქვათ საკუთარი გეგმები, რადგან სწორედ ისინი გიღალატებენ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელით. ეცადეთ შეასრულოთ ყოველდღიური საქმეები და მოერიდოთ საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღებას.
თხის რქა – საკმაოდ პერსპექტიული კვირაა, მით უფრო, რომ გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე მოიმატებს შრომისუნარიანობა, შეუპოვრობა და მიზანდასახულობა, რაც ნებისმიერი პრობლემის მარტივად დაძლევაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია როგორც პირადი ურთიერთობის, ისე საქმიან პარტნიორებთან უთანხმოების მოსაგვარებლად. არაა გამორიცხული მოიძიოთ ახალი სამსახური ან მიიღოთ მეტად სარფიანი შეთავაზება. მთავარია, არ შეუშინდეთ სიახლეებს და აუცილებლობის შემთხვევაში თამამად მიიღოთ რადიკალური გადაწყვეტილებები.
მერწყული – აქტიური და შედეგიანი კვირაა. გაძლიერებული ინტუიციის ფონზე შეძლებთ სწორი არჩევანის გაკეთებას და მართებული გადაწყვეტილებების მიღებას. გამოიჩინეთ მეტი დელიკატურობა და დიპლომატია ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას, რაც საკუთარი იდეების განხორციელებასა და პროფესიულ განვითარებაში დაგეხმარებათ.
თევზები – მეტად პოზიტიური კვირაა. მოუსმინეთ ინტუიციას, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ გარშემომყოფების ფარული ზრახვების ამოცნობას. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ორგანიზატორული ნიჭის გამოსავლენად და ლიდერის პოზიციის მოსაპოვებლად. არაა გამორიცხული შეიძინოთ უცხოელი პარტნიორები, ვისთან ერთადაც მეტად სარფიან პროექტებს განახორციელებთ.
გეომაგნიტური დღეები – 13, 15 და 17 ნოემბერი.