დუბაიში შესაძლოა „ელექტრონული სამაჯურის“ გამოყენება დაიწყონ. იდეის ავტორი დუბაის პოლიცია გახდა. სამართალდამცავებს სურთ, რომ ჩამორთმეულ ავტომობილებზე სპეციალური სამაჯური დაამაგრონ, რაც საჯარიმო ავტოსადგომებს განტვირთავს. „ელ-სამაჯურის“ მეშვეობით პოლიციას ავტომობილის პოვნა მარტივად შეეძლება. ავტომობილის მფლობელს კი უფლებას მისცემენ მანქანა საკუთარ ფარეხში დატოვოს და მისი გამოყენება მხოლოდ შესაბამისი ნებართვის შემდეგ დაიწყოს. ფაქტობრივად, „სამაჯური“ საჯარიმო ავტოსადგომს ჩაანაცვლებს და პოლიციის მუშაობასაც უფრო გაამარტივებს.