შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ59-ში, ავტომობილების მოძრაობა იკრძალება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გზის ამ მონაკვეთზე მიწის შვავი ჩამოვიდა, რის გამოც, ტრანსპორტის მოძრაობა შეუძლებელი გახდა.
ადგილზე შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული.