LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა მოვუაროთ ავტომობილს ზამთარში?

72

გამოცემა iReactor-ის სპეციალისტებმა ავტომობილის ცივ სეზოზნზე მოვლისათვის ხუთი ყველაზე მნიშვნერლოვანი რჩევა შეაგროვეს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები ახალბედებსაც და პროფესიონალებსაც რემონტისთვის მნიშვნელოვან თანხებს დააზოგინებთ.

პირველ რიგში, ზამთარში ავტომობილის რეცხვა უნდა გამოვრიცხოთ, ეს ნეგატიურად აისახება ლაქ-საღებავზე.

შემდეგი რჩევა ხელის მუხრუჭს უკავშირდება, სპეციალისტების რჩევით, არ არის საჭიროზე მეტჯერ ავტომობილის ხელის მუხრუჭზე დატოვება, რადგან შეიძლება გაიყინოს. რეიტინგის მესამე პოზიციაზე ავზში არსებული მინის საწმენდი სითხეა, რომელიც მაინც იყინება, სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ დროს კარგია ჩვეულებრივი სპირტი.

შემდეგი რეკომენდაციით, მუდამ თან უნდა გვქონდეს ე.წ. „პერემიჩკები“, რადგან ზამთარში აკუმულატორი უფრო ხშირად ჯდება, ვიდრე სითბოში.

და ბოლოს, ბენზინი ავზში – რაც უფრო მეტია ავზში საწვავი, მით ნაკლებია ჰაერი, რომელიც წყლით არის გაჯერებული. განზავებული საწვავი კი ნებისმიერ ძრავს გამოიყვანს წყობიდან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები