ჩინური ავიაკომპანიის China Eastern-ის ბორტგამცილებელი თვითმფრინავიდან სტარტის მომენტში, კარის დაკეტვის მცდელობისას გადმოვარდა.
ინციდენტი ქალაქ შენჩჟენის აეროპორტში მოხდა. თვითმფრინავი კუნმინში მიფრინავდა.
გოგონა, რომელიც სამი მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლებმა შენიშნეს. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მრავალი მოტეხილობა დაუდგინდა. თვითმფრინავი ორ საათიანი დაგვიანებით გაფრინდა.
ცნობილი გახდა, რომ ბორტგამცილებელი კარს სტანდარტული პროცედურების დარღვევით კეტავდა, რომლის მიხედვითაც ოპერაციისას ეკიპაჟის ორი წევრი უნდა მონაწილეობდეს.