კალიფორნიაში ლეგენდარული მომღერლის, ფრენკ სინატრას სახლი იყიდება. ვესტ-ჰილზში მდებარე ვილაში მუსიკოსი 8 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. Architectural digest-ის ცნობით, სახლის ღირებულება 8,99 მილიონი დოლარია. აღსანიშნავია, რომ ეს ფასი საკმაოდ დაბალია, რადგან კომპლექსი წლების განმავლობაში 21,5 მილიონ დოლარად იყიდებოდა.
საინტერესო პროექტის ავტორი ცნობილი არქიტექტორი უილიამ პერეირაა. სახლის ფართობი მთლიანობაში 618 მეტრს მოიცავს და შიგნით 4 საძინებელი და 6 აბაზანაა განთავსებული.
შენობა 1949-1951 წლებში აშენდა და სინატრამ იქ თავისი ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პერიოდი გაატარა.
კომპლექსი მოიცავს სტუმრების სახლსაც, რომელსაც ასევე ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. როგორც ამბობენ, მერლინ მონრო და კენედი ერთმანეთს სწორედ ამ სახლში ხვდებოდნენ ხოლმე.