ინგლისის ახალგაზრდული და ჭაბუკთა გუნდები ბრწყინვალე შედეგებს აჩვენებენ. 17 წლამდელთა ჩემპიონატზეც მათ ისეთი გუნდები დაამარცხეს, როგორებიცაა აშშ და ბრაზილია, ხოლო ფინალში ესპანეთი დაშალეს – 5:2. ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი „სიტის“ წევრ ფილ ფოდენს ერგო. აქ გადავხედოთ იმ ბიჭებს, ვისაც ანალოგიური ჯილდო მიუღია და მერე როგორ განვითარდა მათი კარიერა.
1999 – ლენდონ დონოვანი (აშშ)
მიუხედავად იმისა, რომ ტურნირი ბრაზილიამ მოიგო, საუკეთესო მოთამაშედ ”ახალი ოუენი” – ლენდონ დონოვანი დასახელდა. ლენდონი პერიოდულად FOX sports-ზე კომენტატორად მუშაობს.
2001- ფლორან სინამა-პონიოლი (საფრანგეთი)
ამჟამად ტაილანდში თამაშობს
2003 – სესკ ფაბრეგასი (ესპანეთი)
”ჩელსის” ღირსებას იცავს და გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აწარმოებს მოლაპარაკებას.
2005 – ანდერსონი (ბრაზილია)
29 წლის ბრაზილიელი სამშობლოში, კლუბ ”კორიტიბაში” ასპარეზობს. თავის დროზე კი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გამოსვლა ჩაუვარდა.
2007 – ტონი კროოსი (გერმანია)
მისი კარიერა მადრიდის ”რეალში” მშვენივრად მიმდინარეობს.
2009 – ემანუელ სანი (ნიგერია)
მაინცდამაინც წარმატებული კარიერა არ ჰქონია. ბოლოს პროფესიონალურ დონეზე 2015 წელს, შვედეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ გუნდში გამოდიოდა.
2011 – ხულიო გომესი (მექსიკა)
სანის მსგავსად, საფეხბურთო მწვერვალებისთვის არც მას არ მიუღწევია. ამჟამად მექსიკურ კლუბ ”პაჩუკას” ეკუთვნის. ბოლოს ასევე მექსიკურ ”კორასში” 2016 წელს თამაშობდა.
2013 – კელეჩი იჰენაჩო (ნიგერია)
ამჟამად ”ლესტერ სიტის” ღირსებას იცავს. იგი მელიებს ”მანჩესტერ სიტიდან” შეუერთდა.
2015 – კელეჩი ნვაკალი (ნიგერია )
მსოფლიოს 17 წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო ფებხურთელის წოდების მიღების შემდეგ ნიგერიელი ”არსენალმა” შეიძინა, თუმცა მალევე გაანათხოვრა ჰოლანდიურ ”ვენლოში”, სადაც ამ დროისათვის თამაშობს.
2017 – ფილ ფოდენი (ინგლისი)
ინგლისელი ტალანტი ევროპული მედიის ყურადღების ცენტრშია. მის მიმართ საქებარ სიტყვებს ისეტი სპეციალისტებიც არ იშურებენ, როგორიც პეპ გვარდიოლაა. ფოდენი ამ დროისათვის თავისი მშობლიური კლუბის, ”მანჩესტერ სიტის” ღირსებას იცავს.