LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ferrari-ის წიგნი 150 000 დოლარი ღირს

94

დღეისათვის იტალიური პრემიალური ბრენდის, Ferrari-ის პოტენციურ მყიდველს 200 000 დოლარი მაინც სჭირდება, რომ ავტომობილი შეიძინოს. თუმცა, არის სხვა ნივთებიც, რაც ცოტათი უფრო იაფი ღირს, მაგალითად წიგნი, რომელიც კომპანიის ისტორიას აღწერს, 150 000 დოლარად იყიდება.

Carscoops-ის ინფორმაციით, ბრიტანულმა კომპანია Kraken Opus, რომელიც მაღალი ხარისხის, ლუქსის სეგმენტის წიგნების დამზადებით არის დაკავებული, იტალიურ ბრენდზე ახალი წიგნი ჯერ კიდევ 2011 წელს წარმოადგინა, თუმცა, თავის მაქსიმალურ ღირებულებას გამოცემამ დღეს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ წიგნი თავისი განსაკუთრებული ყდით 36 კილოგრამს იწონის. 2011 წელს Kraken Opus-მა გამოცემის რამდენიმე ვერსია წარმოადგინა და მათგან ყველაზე ხელმისაწდომის ღირებულება 4 100 დოლარი გახლდათ. აი ვერსია Diamante-ს, კი RM Sotheby’s-ზე გასაყიდად ამზადებენ. ჩვეულებრივ წიგნს, რომელიც ფერარის ეძვღნება, წითელი ტყავის ყდა აქვს, ხოლო ღერბი ბრილიანტებისგან არის შესრულებული. წიგნს კარბონის ჩასადები აქვს. კომპლექტში განსაკუთრებული ხელთათმანიც მოჰყვება, რომელიც წიგნის გადაფურცვლისთვის არის განკუთვნილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები