LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ-იორკში ლეგენდარული ტაქსები გაქრება: დარჩენილია სულ 2 ცალი

148
taxi

ნიუ-იორკში ლეგენდარული ტაქსების აღსასრული დადგა, ამჟამად მხოლოდ ორი ცალია დარჩენილი. როგორც გამოცემა The News York Times-მა დაადგინა: მეგაპოლისში ბოლო დღეებს Ford Crown Victoria-ს ორი ეგზემპლარი ითვლის. საპატიო ავტომობილებს და მათ მეპატრონეებს (რომლებიც ამავდროულად მძღოლებიც არიან) სერიოზული პრობლემები აქვთ, რადგან ექსპლუატაციის 7 წლიანი ვადა კარგა ხნის წინ დასრულდა. ხელისუფლებას ორივე Crown Victoria-ს ლიცენზიების გაუქმება უახლოესი 2 კვირის განმავლობაში შეუძლია.

„უმცროსი“ ავტომობილი 2011 წელსაა გამოშვებული და მას 790 ათასი კილომეტრი აქვს გავლილი, მფლობელი ვინმე ჰარუნ აბდულაა. შედარებით უფრო ასაკოვანი სედანი რავინდერა შარმას ეკუთვნის და მას 885 ათასი კილომეტრი აქვს გავლილი. ტექ-დათვალიერება ორივე სედანმა გაიარა, თუმცა მძღოლებმა რეგლამენტირებული დათვალიერება არაფრად ჩააგდეს და ამის გამო დიდი შანსია ტაქსის ლიცენზია დაკარგონ. საქმე ისაა, რომ ნიუ-იორკში ტაქსის ექსპლუატაციის ვადა 7 წელს არ უნდა სცილდებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ტაქსისტებისთვის გარკვეული გამონაკლისი დაუშვეს.

ყვითელი ტაქსების მეპატრონეებს ჯარიმა – 500 დოლარი და ლიცენზიის სამუდამოდ შეჩერება ემუქრებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები