LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომისდროინდელი სარაკეტო ბაზა ჰოსტელად გადააკეთეს

90

ცივი ომისდროინდელი სარაკეტო ბაზა ჰოსტელად გადააკეთეს. უძრავი ქონების გაქირავების საიტზე Airbnb-ზე საინტერესო შეთავაზება გამოჩნდა – ბუნკერი, რომელშიც ერთი ღამის გათენება 100 ევრო ღირს. “The Sun”-ის ინფორმაციით, ბაზა კანზასის შტატში მდებარეობს და სულ 133,5 კვ/მ-ს მოიცავს. ის 1994 წელს მეტიუ ფალკერსონმა და მისმა მეუღლემ შეიძინეს და მისი გამოყენება მხოლოდ ახლა გადაწყვიტეს. მათ მიწისქვეშანაგებობა განაახლეს, რაკეტის გასაშვები პულტი და უამრავი სხვა ნივთი კი ხელუხლებელი დატოვეს. ფალკერსონების განცხადებით, ტურისტებს უცნაური ადგილები იზიდავთ და გამონაკლისი არც სარაკეტო ბაზაა, ამიტომ Airbnb-ზე ობიექტი უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები