LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზის საშობაო განათებას ტურისტები მართავენ

51

პარიზის საშობაო განათებას ტურისტები მართავენ. საფრანგეთის დედაქალაქი ნოემბრის ბოლოს განათდა და ტრადიციულად ყველაფერი ძალიან ლამაზია. თუმცა, განსხვავებით წინა წლებისა, პარიზის ქუჩებს დამატებით ახალი ოფცია დაემატა. საუბარია ოსმანის ბულვარზე, რომელზეც ყველაზე დიდი მაღაზიებია განლაგებული და ისინი უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში პირველად გაანათეს. სწორედ ამიტომ, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით ილუმინაციების მართვის საშუალება ნებისმიერ გამვლელს ექნება. ამისთვის კი მათ აპლიკაცია PlayHaussmann უნდა გადმოტვირთონ და მისი საშუალებით ნებისმიერი გირლიანდის ფერს, ეფექტსა და მათი შეცვლის სიჩქარეს თავისი სურვილის მიხედვით გადაწყვეტენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები