LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნახეთ Bulgari-ს ავტომობილი, რომელიც საათის შთაგონებით შეიქმნა

120
bvlgari

Bulgari-მ წარადგინა ვირტუალური სუპერქარი, რომელიც თამაში Gran Turismo-სთვის შეიქმნა. თამაშის მსოფლიო ფინალის ტრანსლაციის დროს იტალიურმა კომპანიამ Aluminium Vision Gran Tursimo – გეომეტრიული კორპუსის მქონე მოდელი წარადგინა. ციფრული სიახლე Gran Turismo-ს 2024 წლიდან დაემატება.

მოდელის სალონში გასული საუკუნის 60-70 წლების ამოცნობაა შესაძლებელი. წინა პანელზე მოზრდილი სპიდომეტრი, ცენტრში კი Bulgari-ს საათია განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ ვირტუალურ ავტომობილთან ერთად იტალიურმა კომპანიამ რამდენიმე რეალური საათი Aluminium Gran Turismo Two Limited Models წარადგინა. საათების შექმნისას ალუმინი, რეზინი და შავი ფერის ტიტანი გამოიყენეს.

საათები ბაზარზე შეზღუდული ტირაჟით გამოვა და მათ ღირებულებასაც მოგვიანებით გაასაჯაროებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები